1746733863
არ მგონია გიული ალასანიას სახლში ჰქონდეს ქონება წაღებული - მედია ვასაძე

„არ მგონია გიული ალასანიას სახლში ჰქონდეს ის ქონება წაღებული“,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, მედია ვასაძემ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, გიული ალასანია საქართველოზე შეყვარებული ადამიანია და განათლებას ემსახურება.
„არ მგონია გიული ალასანიას სახლში ჰქონდეს ქონება წაღებული. განათლებას ემსახურება ის ყველაფერი, რასაც ფლობს დღეს ქალბატონი გიული ალასანია. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მძიმე შეხედულება მქონდა გამომდინარე იქიდან, რაც 9 წელში იყო, როდესაც მომეცა ქალბატონ სანდრასთან, ქალბატონ გიულისთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა, ისინი ძალიან საღი, ძალიან პოზიტიური ადამიანები არიან, ვიტყოდი, რომ საქართველოზე შეყვარებული თავდადებული ადამიანები, დამიჯერეთ ძალიან გულწრფელი ვარ ამ ყველაფერში. ჩემი ოპონირება ადამიანთა უფლებათა საკითხებში დღესაც რჩება ძალაში, მაგრამ ყველაფერზე, რაც არსებობდა ნაკლოვანებები და რასაც თვითონ არც პრეზიდენტი არ უარყოფს ამაზე , არ ვარ უფლებამოსილი, რომ მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო", - განაცხადა მედეა ვასაძემ.