„არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები“ - მიხეილ სააკაშვილი „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებაზე

სააკაშვილი

ალბათ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან, - ამის შესახებ ნათქვამია სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, არ აინტერესებს შიდა ინტრიგები.

„ალბათ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან.

მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები.

ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს“,- ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.

ასევე ნახეთ:

ვწუხვარ, მაგრამ ოპოზიციური ფლანგი, პრაქტიკულად, არ არსებობს, როგორც ზეთი და წყალი არ აირევა ერთმანეთში, ისე ეს ხალხი ვერ გაერთიანდება - ოდიშარია