ზაზა თელია ასახელებს საუკეთესო ზეთს, საკვების მოსამზადებლად
1760459135
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს ცვლილებებს, რომლებიც სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსში შედის. ცვლილებების მიხედვით, აქციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
60-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს შეკრებისას მოქალაქის მიერ იარაღის, პიროტექნიკის ან ისეთი საგნის ქონა, რაც საფრთხეს უქმნის სხვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე, 60-დღიანი პატიმრობით განისაზღვრება იმ მანიფესტაციის გაგრძელება, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება.
გარდა ამისა, ერთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს პოლიციელისთვის მესამედ შეურაცხყოფის მიყენება, ან მისი კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობა.