1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა.
პროტესტის მონაწილეები ლევან იოსელიანს ეძახდნენ „მონას“. ასევე აქციის მონაწილეებმა მისი მიმართულებით ისროლეს კვერცხი, რომელიც მას თავში მოხვდა. აქტივისტების ნაწილი იოსელიანის გარდა დეპუტატ ალეკო ელისაშვილსაც დაუპირისპირდა.
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი არ აფასებს პროპორციული ძალა გამოიყენა თუ არა შსს-მ აქციაზე.
„ვცდილობთ ადგილზე გავერკვეთ სიტუაციაში და შესაბამისად, ამის შემდეგ სწორი წარმოდგენა შევიქმნათ. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება და მოვუწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა იმისთვის, რომ არ მოხდეს ადამიანების ჯანმრთელობის დაშავება. ამისთვის ვართ აქ სწორედ, რომ ამ ძალის პროპორციულობა შევაფასოთ."- აცხადებს იოსელიანი.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიძაბა ვითარება, რაც პლენარული სხდომა დასრულდა და აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა პარლამენტის იმ შესასვლელებისკენ, საიდანაც დეპუტატებმა უნდა დატოვონ საკანონმდებლო ორგანო.
აქციის მონაწილეები მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ცოტა ხნის წინ, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.