ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში გამართულ კონცერტზე კომენტარს აკეთებს
1753639980
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეებმა ბარიკადებისთვის გამოიყენეს ნაგვის ურნები და ხის კონსტრუქციები.
მანამდე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.
პარლამენტთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.