აქციის მონაწილეები შოთა დიღმელაშვილს გეგმის დასახელებას სთხოვენ

აქცია

რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს, აქტივისტები ორგანიზატორებისგან კონკრეტული გეგმის დასახელებას ითხოვენ. მისი გამოსვლის დროს ისმოდა შეძახილები: “შოთა, ხალხი აღარ არის, სახლში წავიდა, სახლში, გეგმა თქვი, გეგმა”. უკმაყოფილო აქციის მონაწილეებს დიღმელაშვილმა სიმშვიდისკენ მოუწოდა: "ნუ ღელავთ, ყველაფერი იქნება”, - აღნიშნა მან.

აქციას, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით აორგანიზებდნენ, კონკრეტული გეგმა აქვს - ამბობენ ორგანიზატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შედეგიც კონკრეტული იქნება, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერები სკეპტიციზმს არ მალავენ სოციალურ ქსელებშიც. ან გეგმა მო@@ვით ან გაა@ვით. სორი, მაგრამ ვერ ვუყურებ მშვიდად - ნინუკა ბორჩხაძე ,,2 კვირაა, ყელი გამოვიღადრე, - ვაცალოთ თქო. გაცალეთ. ან გეგმა მო@@ვით, ან გაა@ვით. სორი, მაგრამ ვერ ვუყურებ მშვიდად 2019 წლის გამეორებას.” - წერს "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი ნინუკა ბორჩხაძე ფეისბუქში.