აქციის მონაწილეები საქართველოს პირველი არხის კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს

პირველი არხის ჯგუფი

საქართველოს პირველი არხის ცნობით, აქციის მონაწილეები კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „მოამბის“ ჯგუფს გაურკვეველი სახის სითხე შეასხა.

დაშავებულია საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და ოპერატორი ნიკა ცირიკიძე.

ამჟამად მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.