გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით და თქვა ერთადერთი წინადადება... - ეკა კუპატაძე
1788730316
სტუდენტებმა, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიტიკოსებს ტრიბუნის დატოვება მოსთხოვეს და გამოსვლებს თავად აგრძელებდნენ, ცოტა ხნის წინ, აქციაზე შეკრებილებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს გამოსვლები აღარ იქნება და ხვალ, პარლამენტის ბიუროს სხდომის პარალელურად, 11 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია განახლებული ძალით დაიწყება.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან, ადგილზე სიმშვიდეა.