საქართველოსადმი ევროპული მხარდაჭერის ზრდა ისე დროულია, როგორც არასდროს - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა გერმანიის პრეზიდენტთან შტაიენმაიერთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით საუბრისას, ხაზი გაუსვა სრულიად ევროკავშირის ერთობის და გერმანიის მიერ რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის ისტორიულ მნიშვნელობას.

„ხაზი გავუსვი სრულიად ევროკავშირის ერთობის და გერმანიის მიერ რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის ისტორიულ მნიშვნელობას. საქართველოსადმი ევროპული მხარდაჭერის ზრდა ისე დროულია, როგორც არასდროს“,– წერს სალომე ზურაბიშვილი.