1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძის წასვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გასაკვირია, მან ასეთი ნაბიჯი მანამდე რომ არ გადადგა.
მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გოცირიძის პარტიიდან წასვლა არჩევნებს უკავშირდებოდეს.
„აქამდე რატომ დააგვიანდა ბატონ რომანს, უფრო ეს მიკვირს, ვიდრე ის, რომ საბოლოო ჯამში გადადგა ეს ნაბიჯი. მე არ მგონია, რომ ეს არჩევნების გამო ხდება "ნაცმოძრაობაში", ბოლოს რაც ხდება. ეს არჩევნებიც სიმპტომია ძირითადი პრობლემის, რომლის გამოც ბატონი რომანი წამოვიდა და რომლის გამოც ეს პარლამენტი, მათ შორის, არ გამოვიდა ისეთი ეფექტური, როგორიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო იმ რაოდენობის ოპოზიციონერების ხელში, რა რაოდენობითაც ხალხმა მანდატი მისცა ოპოზიციას პარლამენტში“, - განაცხადა ხვიჩიამ.