1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„არ შეიწყალო კრიმინალი" - ამ ლოზუნგით ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის და გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრები ამ წუთებში აქციას მართავენ. აქცია ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან იმართება.
რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებთან პრეზიდენტი გამოვიდა და მათ მიმართავს.
„ჯერ მე მაქვს კითხვები: აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა ვიდექი ქუჩაში? მე გეტყვით, სად იყვნენ ისინი, ვინც დღეს მესიჯბოქსებს ავრცელებენ. ისინი იყვნენ ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობაზე, ან „ქართუ ბანკში“. თურმე იციან, მე რას გავაკეთებ, როდის და რატომ. მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ, მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც მათ ვერავინ მოხსნის? ეს არ არის შეწყალება? სად იყავით, როდის გააპროტესტეთ?“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოკლული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები პრეზიდენტს მიმართავენ და მოუწოდებენ არ შეიწყალოს სააკაშვილი.
„ამ ადამიანის შეწყალება არ შეიძლება, უბედურება დატრიალდება საქართველოში, სულ აქციები აქციებზე დაიწყება რომ შეიწყალონ, იმიტომ ვატარებთ ამ აქციას. გამაფრთხილებელი აქციაა ეს, მეტი არაფერი. ძმა მომიკლეს და მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი,“ - განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა.
განცხადება გააკეთა გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ.
„კაცი, რომელიც არის ყველაზე დიდი დამნაშავე, თუკი ვინმე დღეს ზის ციხეში. სალომეს ჩვენთან პირობა აქვს დადებული, რომ ის არ შეიწყალებდა და არ შეიწყალებს სააკაშვილს," - განაცხადა გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ.