1751744974
ანგარიშებში ჩაწერეს, რომ ეს ორი კანონი გაიწვიეთ და მერე ყველაფერი კარგად იქნებაო. რას ნიშნავს ეს? ანუ, გამჭვირვალობის კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი რომ გაუქმდეს, მერე გაყალბებული აღარ იქნება ხმები? - გურამ მაჭარაშვილი

ევროკომისიის ანგარიში ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა შეაფასა.
„მოლდოვაზე, უკრაინასა და ევროკავშირის წევრ ბევრ სახელმწიფოზე წინ რომ ვართ, არაერთხელ ავხსენით, რომ კვირაში მინიმუმ ორჯერ ხდება შეფასება საქართველოსი საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. ეს იქნება მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო თითქმის ყველა მიმართულებით განიცდის პროგრესს.
ამ ანგარიშებში ჩაწერეს, რომ ეს ორი კანონი გაიწვიეთ და მერე ყველაფერი კარგად იქნებაო. რას ნიშნავს ეს? ანუ, გამჭვირვალობის კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი რომ გაუქმდეს, მერე გაყალბებული აღარ იქნება ხმები?“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.