ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.
საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში ჰოლანდიის მხარის მხარდაჭერით განხორციელდა.

„შეხვედრაზე გავცვალეთ ინფორმაციები და ვისაუბრეთ დაძმობილების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, იმ გამოცდილებაზე, რაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ტვინინგის პროგრამიდან მიიღო. ასევე ვისაუბრეთ ჰოლანდიურ და ქართულ გამოცდილებაზე როგორც საბიუჯეტო პროცესის ანალიზის, ისე მაკროეკონომიკური პროგნოზირების და სხვა ტექნიკურ მიმართულებებზე“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.