36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა. ქართველ კოლეგასთან განხილულ საკითხებზე მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.
ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საკითხებში.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. შევთანხმდით შემდგომი კონტაქტის გაგრძელებაზე“, - წერს სიბიგა.