„ამისგან არაფერი გამოვა, მაგრამ სანახაობა გვექნება“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ

 ალექსანდრე რაქვიაშვილი

ორბელიანების სასახლეში ე.წ. ტექნიკური მთავრობისა და რიგგარეშე არჩევნების დეტალებზე შეხვედრებს ძალადობრივსა და არაკონსტიტუციურს უწოდებს მმართველი გუნდი. პრეზიდენტის ჩართულობით ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრების რაუნდი გუშინ დაიწყო.

ამ ეტაპზე მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევია “გირჩისთვის“. პარტიის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, პრეზიდენტმა პარტია “საქართველოსთვის“ და “ლელოს“ გაერთიანება ვერ შეძლო და ამ ფონზე, არ ჰგონია, რომ ის სხვა პარტიების გაერთიანებას შეძლებს.

“პრეზიდენტმა გახარია და “ლელოც“ კი ვერ შეათანხმა, არა თუ გახარია, “ლელო“, “ნაცები“ და “ნეონაცები“. საბოლოო ჯამში, მგონი რომ ამისგან არაფერი გამოვა, მაგრამ სანახაობა გვექნება. სიამოვნებით დავაკვირდები, თუმცა არა მგონია ეს მნიშვნელოვანი თემა იყოს, წინასაარჩევნოდ აშკარად უფრო მნიშვნელოვანი თემები უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.