ამირან სალუქვაძე: ბაიდენის გადაწყვეტილებას შევახსენებ საზოგადოებას, თუმცა ოფიციალურად უარყოფენ, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინამ პირველად გამოიყენა ატაკამსის ტიპის რაკეტები ბრიანსკის ოლქში

ამირან სალუქვაძე

ბაიდენის გადაწყვეტილებას შევახსენებ საზოგადოებას, თუმცა ოფიციალურად უარყოფენ, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინამ პირველად გამოიყენა ატაკამსის ტიპის რაკეტები ბრიანსკის ოლქში. ბრიანსკი რუსეთის სიღრმეში არ არის. რაკეტების გამოყენება მოხდა 200 - 300 კილომეტრის რადიუსში უკრაინიდან, - განაცხადა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

„აქამდე თუ უკრაინას შეეძლო დაახლოებით 150 კილომეტრამდე რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმების მიყენება, დღეს შეუძლია უკვე 300 კილომეტრამდე უკრაინის საზღვრიდან. ეს რუსეთს სერიოზულ პრობლემებს უქმნის იმ კუთხით, რომ მოუწევს ავიაციის გადაჯგუფება, ლოჯისტიკის გადაწყობა ეს თანამედროვე ომში პრობლემას არ წარმოადგენს.

ის, რომ დღეს განგაში არის გამოცხადებული კიევში, მიუთითებს, რომ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის პასუხთან დაკავშირებით და ელოდებიან ალბათ საკმაოდ მძლავრ პასუხს, ვნახოთ, დაველოდოთ.

ჩვენ ვიხილეთ ორი თუ სამი დღის წინ რუსეთის მასირებული, კომბინირებული შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით, ეს შეტევა გამოცხადდა როგორც ყველაზე მძლავრი მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, მაგრამ საელჩოების დაკეტვა არ მომხდარა. როცა საელჩოებს ხურავენ ესე იგი რაღაც უფრო მძლავრს ელოდებიან. რას გამოიყენებს რუსეთი ამას მომავალში ვნახავთ“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.