მანქანა ამობრუნდა - რა დეტალები ხდება ცნობილი კახეთში მომხდარ ავარიაზე

ავარია

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გომბორი–თელავი–ვაზიანის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერონასთან, ავტომანქანა ამობრუნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტა პრიუსის“ ტიპის ავტომობილი, სავარაუდოდ, მოცურდა, გზის სავალი ნაწილი დატოვა და სახურავით დაეცა.

ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც გადაბრუნებული მანქანიდან გადმოსვლა შეძლო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამაშველო სამსახური.

ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

✕