"სპეციალურად გაილახა ვატო წერეთელი?! - ასეთ პროვოკაციას ყოველთვის ადეკვატური პასუხი გაეცემა" - ლევან მგალობლიშვილი 

ლევან მგალობლიშვილი

მმართველი პარტიის წევრ ანრი ოხანაშვილსა და "ტვ პირველის" მფლობელს შორის მომხდარ დაპირისპირებას კონფლიქტში მონაწილე  "ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი ეხმაურება. როგორც მგალობლიშვილი აცხადებს, პროვოკაციას ყოველთვის ადეკვატური პასუხი გაეცემა.

"როგორ ფიქრობთ თქვენ, რომ ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მივედით ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და იქ სპეციალურად გაილახა ვატო წერეთელი?! ეს ხომ აბსურდია, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ იქ მომხდარიყო პროვოკაცია, ასეთ პროვოკაციას ყოველთვის ასეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა", - თქვა ლევან მგალობლიშვილმა.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.