ეჭვობთ, რომ ვიღაცამ „გაგთვალათ“, ან ჯადო გაგიკეთათ? - მაშინ, ეს უნდა წაიკითხოთ
1723840449
გუშინდელი დილიდან მოყოლებული, ახალი სანქციების გამოცხადებამდე, ერთი ამბავი და აჟიოტაჟი იყო ატეხილი ოპომედიითაც და სოცქსელებშიც, აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მხრიდან ახალი “სადამსჯელო სანქციების” დაწესებაზე და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. რა ვერსია აღარ განიხილებოდა მაგნიტსკის სიით დაწყებული თუ მისი ოჯახის და ბიზნეს კომპანიების დასანქცირებით დამთავრებული, - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, რეალურად, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა, ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიაში, რაც გულისხმობს აშშ-ში მისი აქტივების გაყინვას და მასთან ნებისმიერი ტრანზაქციების შეწყვეტას, თუმცა, სანქციები არ ვრცელდება არც ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე და არც ოჯახის წევრებზე. მაგნიტსკის სიაზე კი, რაზეც აჟიტირებულ ექსპერტთა ნაწილი აკეთებდა არასწორ მინიშნებებს, საუბარი საერთოდ არ არის.
"გუშინდელი დილიდან მოყოლებული, ახალი სანქციების გამოცხადებამდე, ერთი ამბავი და აჟიოტაჟი იყო ატეხილი ოპომედიითაც და სოცქსელებშიც, აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მხრიდან ახალი “სადამსჯელო სანქციების” დაწესებაზე და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში.
რა ვერსია აღარ განიხილებოდა მაგნიტსკის სიით დაწყებული თუ მისი ოჯახის და ბიზნეს კომპანიების დასანქცირებით დამთავრებული. ცხადია, ოპოსივრცისათვის დამახასიათებელი ცრუ მოლოდინებით, ხელისუფლების უცილობელ ჩამოშლაზე, შიდა არეულობაზე თუ ხელისუფლების გადაბარების უახლოეს მოლოდინებზე, რაც ოპოზიციას და საექსპერტო საზოგადოების ნაწილსაც ასე რომ ახასიათებთ.
ამასწინათ დავწერე, რომ სანქციების ე.წ. მარყუჟი, ბოლოსკენ ხორციელდება, რაც დასანქცირებული პირის მიერ, მართვაში მყოფი ამ აფილირებული კომპანიების დასანქცირებით და ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფი აქტივების დაყადაღებით ხდება.
ამ დროს რეალურად, ამერიკის სახელმწიფო ხაზინამ ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) სანქცირებულთა სიაში (SDN), რაც გულისხმობს აშშ-ში მისი აქტივების გაყინვას და მასთან ნებისმიერი ტრანზაქციების შეწყვეტას, ოღონდ არის ინდივიდუალური ხასიათის გამომდინარე იქიდან, რომ
OFAC-მა ასევე გამოსცა ლიცენზია, რომლის თანახმად სანქციები არ ვრცელდება არც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე და არც ოჯახის წევრებზე. ბუნებრივია, აქ საუბარი საერთოდ არ არის მაგნიტსკის სიაზე, რაზეც აჟიტირებულ ექსპერტთა ნაწილი აკეთებდა არასწორ მინიშნებებს.
ბუნებრივია, ეს არ არის კარგი არც ქვეყნისათვის, რადგან ბიძინა ივანიშვილი არ არის ერთი რიგითი მოქალაქე, თან სანქციას თან ახლავს ჩანაწერი მეორად დასანქცირების რისკზე(Secondary sanctions risk)- ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვინც მასთან რაიმე სახის ტრანზაქციას განახორციელებს, შეეზღუდება წვდომა აშშ-ს ფინანსურ რესურსებზე, დოლარზე, ამერიკულ კომპანიებზე და სერვისებზე.
თუმცა OFAC-ის სანქცია მაგნიტსკის სიისაგან განსხვავებით, რომელიც წმინდა სადამსჯელო ხასიათისაა, ბიძინა ივანიშვილს აძლევს საშუალებას, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გამოვიდეს სანქციებიდან.
მიმაჩნია, რომ აშშ-ის მოქმედი და წარმავალი ადმინისტრაციის მხრიდან, 20 იანვრამდე, ახალ დამატებით და გამკაცრებულ სანქციებს OFAC-ს მხრიდან ნაკლებად უნდა ველოდოთ.ცნობილია, რომ წარმავალი ადმინისტრაცია პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პერიოდში, ხელისუფლების გადაბარებისას ახალთან ძირითად პოლიტიკურ საკითხებს ათანხმებს,(სანქცირების გადაწყვეტილება სახ. დეპმა მეთიუ მილერის პირით, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დააანონსა) და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დატოვებს ფლუგერს მომავალი მოლაპარაკებებისათვის, მით უმეტეს შეჩერების მიუხედავად, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი არ გაუქმებულა." - წერს გიორგი ცუცქირიძე.