„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოვკვეთე ტურიზმის ჰაბად საქართველოს ფორმირების პოტენციალიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ITB Berlin-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.
„მქონდა პატივი, მემასპინძლა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ბერლინში და საქართველოს უკიდეგანო მასპინძლობის კონცეფცია გამეცნო საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოვკვეთე ტურიზმის ჰაბად საქართველოს ფორმირების პოტენციალიც.
საქართველოს მდიდარ კულტურასა და ბუნებას ბევრის შეთავაზება შეუძლია მსოფლიოსთვის,“- წერს პრემიერი.