„ამ ადამიანებს ხომ ყველაზე მეტად აწყობდათ ციხეში ჯდომა, არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა, რა უნდა უთხრან თავიანთ მომხრეებს? რევოლუციას არ აკეთებ, ციხეში ხარ და ეს რაღაცნაირი ახსნა არის“ - იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე

იაგო ხვიჩია

პარტია "გირჩის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, იაგო ხვიჩია "ღამის კურიერის" ეთერში იმ ოპოზიციონერ ლიდერებზე საუბრობს, რომლებიც ციხეში იმყოფებიან. მისი შეფასებით, აღნიშნულ ოპოზიციონერებს საპატიმროში ყოფნა აწყობთ, რადგან ამით არჩევნებში არ მონაწილეობა გაამართლონ.

„ყველაფრის გაბაიბურება მოხდა. განმარტების თანახმად, ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტპატიმარი არის ადამიანი, რომელსაც იმის გამო იჭერენ, რომ წულუკიანის კომისიაზე არ მივიდა. მაგრამ, აბა მეორეს მხრივ, შეხედეთ, რომ ამ ადამიანებს ხომ ყველაზე მეტად აწყობდათ ციხეში ჯდომა. არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა, რა უნდა უთხრან თავიანთ მომხრეებს? - რევოლუციას არ აკეთებ, ციხეში ხარ და ეს რაღაცნაირი ახსნა არის. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, ორი კაცი გამოუშვეს, ეს ორი კაცი მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ მათ არავინ არ ეკითხება, რა გარიგება იყო თქვენს შორის ისეთი, რომ მხოლოდ თქვენ გამოგიშვეს და სხვები ციხეში ჩატოვეს?“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.