რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
ის ადამიანები, რომლებიც კომისიაზე დაბარებულები არიან და არ მიდიან, ქართველ ხალხს კითხვებზე პასუხს არ სცემენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საგამოძიებო კომისიის წევრმა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.
„როდესაც კომისიაზე იბარებენ, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ერთგვარ ბოროტი ბავშვების მაგვარ ქმედებას მათი მხრიდან, მაგრამ, როდესაც მათ მიმართ კანონმდებლობის პრინციპულობა დგება დღის წესრიგში, ვხედავთ როგორ ისაწყლებენ თავს. მინდა მათ ვუთხრა, თუ არ უნდათ რომ ქართველ ხალხს მძიმე კითხვებზე პასუხი გასცენ, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ასევე თამამები და მაგრები იყვნენ მაშინ, როდესაც კანონმდებლობა იმუშავებს. კომისიის სხდომებზე ვხედავთ, როგორი მძიმეა ის რეალობა, რაშიც ისინი ქართველ ხალხს ამყოფებდნენ, ამის საპასუხოდ კი მათ კეკლუცობას ვხედავთ“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
2003 - 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს.
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1744963211