1696234801
ალექსანდრე წულაძე: თითოეულ სკოლაში, სადაც დღეს მისვლის საშუალებაა, ვნახულობთ, რა დააზიანა სტიქიამ. იმედი გვაქვს, რომ 4 მარტს სასწავლო პროცესი აღდგება

თითოეულ სკოლაში, სადაც დღეს მისვლის საშუალებაა, ვნახულობთ , რა დააზიანა სტიქიამ, - განაცხადა დიდთოვლობით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ.
მინისტრი იმედოვნებს, რომ სკოლებში, სადაც დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო, სწავლა 4 მარტს განახლდება.
„ვაგრძელებთ აქტიურად სასკოლო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს. სადაც დღეს მისვლის საშუალებაა, ვნახულობთ თითოეულ სკოლაში, რა დააზიანა სტიქიამ. რესურსცენტრებთან და სკოლებთან მჭიდრო ჩართულობით გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ვახორციელებთ შემოწმებას. იმედი გვაქვს, რომ 4 მარტს სასწავლო პროცესი აღდგება და იმ დროისთვის ყველა სკოლა იქნება მზად უსაფრთხო გარემოში სასწავლო პროცესის გაგრძელებისთვის”, - განაცხადა მინისტრმა.
ალექსანდრე წულაძის განცხადებით, სასწავლო პროცესი 700-მდე სკოლაში იყო შეწყვეტილი და სწავლა მხოლოდ სკოლების შესაბამისი მონიტორინგის შემდეგ განახლდება.