ალექსანდრე ტაბატაძე ფილიპინების შინაგან საქმეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრს შეხვდა

ალექსანდრე ტაბატაძე ფილიპინების შინაგან საქმეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის შინაგან საქმეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრ ხუანიტო ვიქტორ რემულიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და ფილიპინებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ყურადღება რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს. ალექსანდრე ტაბატაძემ მასპინძელ მხარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო.

მხარეებმა საქართველოსა და ფილიპინების რესპუბლიკას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს და ამ კუთხით, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. განსაკუთრებით აღინიშნა უსაფრთხოების საკითხებზე გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, ასევე მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.