1792835230
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ერმუხამბეთ კონუსპაევთან შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს.
ყურადღება გამახვილდა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა შუა დერეფნის და მასთან დაკავშირებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების აუცილებლობას.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.











