ექიმებმა დაასახელეს ვაშლის რაოდენობა, რომელიც ყოველდღე უნდა მივირთვათ
1791106054
არასამთავრობო ორგანიზაციების ლობიზმი და ქვეყანაში NGO-ბის გაუმჭვირვალედ საქმიანობის სურვილი - "ქართული ოცნება" ALDE-ს პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.
უცხოური პოლიტიკური პარტია ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა.
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის წერილი უკვე გაუგზავნა კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებიც ამავე ალიანსის ლიდერები არიან. ALDE-სჯგუფში შედის ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ALDE ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობას შეუწყოს ხელი.
"მათ რამდენჯერმე მიმართეს ALDE-ს, მათ შორის ტერორიზმის მუხლთან დაკავშირებით. ჰკითხეს, მოგწონთ ეს, ემხრობით პოლიტიკაში ასეთი რაღაცების გამოყენებას - მათ უპასუხოდ დატოვეს ეს კითხვა.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არავითარი ღირებულებები არ გააჩნიათ, ALDE-ს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია. მათ ერთადერთი ღირებულებაა უკანონოდ იმოღვაწონ საქართველოში და საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობას შეუწყონ ხელი.
თუ გააჩნიათ [სხვა ღირებულება] ჩვენ ბოდიშს მოვუხდით. უპასუხონ კითხვებს საჯაროდ და მაშინ გავიგეთ. ვიდრე ჩუმად არიან ამ საკითხებზე, ესე იგი ემხრობიან ასეთ მეთოდებს. როდესაც ორგანიზაცია ასეთ მეთოდებს ემხრობა - მე ჭკუას ნუ მასწავლის. საქართველოში არავინ შეუვიწროებიათ. საქართველოში ყელა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციას უთხრეს, რომ თუ უნდათ ჩვენთან იმოღვაწონ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.