1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"ახლაც არ არის გვიან, რომ ოპოზიციამ, ვინც თავს ოპოზიციად თვლის, დატოვოს მანდატები", – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„როგორც ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლაც არ არის გვიან, ოპოზიციამ, ვინც თავს ოპოზიციად თვლის, დატოვოს მანდატები, რაც გამოიწვევს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამთავრებასა და ქვეყნის განთავისუფლებას ურჩხულის ბატონობისგან ყოველგვარი არეულობის, ქაოსისა და ბევრი საგარეო, საშინაო სირბილის გარეშე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ფაქტორი უნდა იყოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 VIDEO: „აბა, თათი ჩამომართვით“ - შალვა ნათელაშვილს მელიები ესტუმრნენ
👉 ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია - შალვა ნათელაშვილი