ახალი ძლიერი ევროპის შექმნაში წვლილი ზელენსკის და პუტინსაც მიუძღვით - პრეზიდენტი

ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედია Info France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ განცვიფრებულია უკრაინის პრეზიდენტით და აღნიშნავს, რომ ის ახლა ერთდროულად ომის ფონზე მყარად დგას და იმავდროულად წარმატებით წარმართავს დიპლომატიურ ურთიერთობებს.

„მე მინდა გამოვხატო ჩემი და ქართველი ხალხის პატივისცემა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, ვინც აქაა, მყარად დგას და იმავდროულად წარმართავს შესანიშნავ დიპლომატიურ კამპანიას“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამ კონფლიქტმა პუტინისთვის მოულოდნელად ევროპა გააერთიანა.  ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალ ევროპული ძალის ფორმირებაში წვლილი საფრანგეთის გარდა, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე ვლადიმერ პუტინსაც მიუძღვით.

„საუკეთესო სიახლე რაც ამ ძალიან დრამატულ სიტუაციაშია არის ევროპის ერთიანობა. ეს ისაა, რამაც ნამდვილად გააოცა ვლადიმერ პუტინი. ესაა რისი თქმაც მსურდა ემანუელ მაკრონისთვის:

ძლიერი, ახალი ევროპა შეიქმნა ერთი მხრივ თქვენი, ფრანგების მიერ, ასევე ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ. და ეს ისეთი ცვლილებაა რაც შენარჩუნდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სხვა სიახლეები