1740316119
აკაკი ალადაშვილი: 26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელ გიზო ვასაძესთან ერთად, მოქალაქეებს „ბუკიას ბაღში“ შეხვდა. შეხვედრა გამართა ნუცუბიძის ქუჩა N46-ში მაცხოვრებლებთანაც, - ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დელეგატმა მოისმინა მათი საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
„ყოველდღიური შეხვედრებისას მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერას ვგრძნობ. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.