1792835230
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წლის საუკეთესო მასწავლებლები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. შერჩეული პედაგოგები სწავლების ინოვაციური მეთოდებით, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომებითა და პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვით გამოირჩევიან.
ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა. დაჯილდოებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.











