დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მთავრობის თავმჯდომარემ ისრაელელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
აფხაზეთის მთავრობის ცნობით, გიორგი ჯინჭარაძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვალიდ აბუ ჰაიას ისრაელის მთავრობის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.