აფინანსებდა თუ არა ნიკა მელიას საარჩევნო კამპანიას დავით კეზერაშვილი - რას ამბობენ "ნაცმოძრაობაში"

კეზერაშვილი-მელია

აფინანსებდა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საარჩევნო კამპანიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი? - „ნაცმოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე კეზერაშვილის დაფინანსების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების წყაროები არის გამჭვირვალე და გამოქვეყნებული აქვს აუდიტის სამსახურს. რატომ აკეთებს ეს ადამიანი (თამარ ჩერგოლეიშვილი) მსგავს განცხადებას და რა მიზანი აქვს, ვერ ვხვდები. თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი დაფინანსება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ გვქონია. მათ, ვინც მერობის კანდიდატები ვიყავით, იმ ადამიანისგან, ვისზეც ქალბატონი ჩერგოლეიშვილი წერს. გიგა ბოკერია დიდი ხანია, ჩვენი პარტიის წევრი არ არის, საიდან უნდა ჩავხსნათ, ვერ ვხვდები". - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: 

„მელიას არჩევნები კეზერაშვილმა დააფინანსა. უბრალოდ, პირობას უყენებდა მელიას, ბოკერია მოტეხე თავისი პროექტიდან, თორემ ფულს არ მოგცემო“, - წერს ჩერგოლეიშვილი.