ადამიანი, რომელიც საზოგადოებას 200 000 სამუშაო ადგილსა და 1000-ლარიან პენსიას ჰპირდება, ჩვენს ქვეყანას საარბიტრაჟოში ბიუჯეტის მეოთხედს - მილიარდნახევარს ედავებოდა - ირაკლი კირცხალია ხაზარაძეზე

ირაკლი კირცხალია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ „ლელოს“ წინასაარჩევნო დაპირებები შეაფასა. მისი თქმით, პარტიის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, რომელიც საზოგადოებას სამუშაო ადგილების შექმნას ჰპირდება, პარალელურად, ქვეყანას მილიარდ ნახევარს ედავებოდა, რაც საქართველოს მთლიანი ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს.

„ადამიანი, რომელიც 200 000 სამუშაო ადგილს ქმნის და 1000-ლარიან პენსიას ჰპირდება [საზოგადოებას] მილიარდნახევარს ედავებოდა საარბიტრაჟოში ჩვენს ქვეყანას, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს. ამ ჯგუფზე როგორ შეიძლება რაიმე სერიოზული კომენტარი გააკეთო“, - აღნიშნა კირცხალიამ.