ადამიანებმა, რომლებმაც იციან კრიმინალი ვინ არის და მიუხედავად მაგის ახალისებენ და ხმას აძლევენ, თითოეულმა მათგანმა უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა - თორნიკე მოლაშვილი „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე

თორნიკე მოლაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახები ამომრჩევლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყველამ უნდა გაიაზროს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერისას, რა პოლიტიკას იზიარებენ.

სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი ოჯახის მძიმე ისტორია. მისი თქმით, ისინი ვინც საჯაროდ გამოხატავენ მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ - უნდა გასამართლდნენ.

„ოჯახის წევრები დაუხოცეს, სისხლზე და ხორცზე მაქვს საუბარი. მე პირადად, ჩემი ძმა. იცით რაზეა საუბარი? მარტო გასამართლება პოლიტიკური პარტიის და მარტო პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არაფერს არ მოგვცემს საქართველოს. ადამიანებმა, რომლებმაც იციან კრიმინალი ვინ არის და მიუხედავად მაგის ახალისებენ და ხმას აძლევენ, თითოეულმა მათგანმა უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა. რეკლამებში აღარ უნდათ ფულის დახარჯვა, იმიტომ რომ იციან, რომ რეკლამები არაფერს აღარ უშველის. ისინი მზად არიან დაღვარონ სისხლი. მიხეილ სააკაშვილისთვის ვიღაცის გარდაცვალება არაფერი არ არის. ხმის მიცემის გამო არა, პიროვნება, რომელიც გამოდის და „ნაციონალურ მოძრაობას“ თუნდაც რეკლამირებას უკეთებს, მხარს უჭერს მოვუწოდებ სამართალდამცავებს, რომ თითოეული ადამიანი იყოს შემოწმებული, გადამოწმებული და პასუხისგებაში მიცემული. ეს პიროვნება დაკავშირებული არის ან კრიმინალით ან ფულით“, - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.