აბსოლუტურად ყველა სოფელთან გვაქვს კომუნიკაცია. რაც შეეხება მოსახლეობას, რომელიც ჩარჩენილი იყო სოფლებში, მთავრობის მხარდაჭერით მივიღეთ უკვე 5 500 -ზე მეტი კალათა თითოეული ოჯახისთვის გათვალისწინებული - ავთანდილ თალაკვაძე

ავთანდილ თალაკვაძე

აბსოლუტურად ყველა სოფელთან გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა ტიპის ტექნიკური საშუალებებით, - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, მიმდინარეობს ოჯახებში სასურსათო კალათბის გადანაწილება.

„ხდება საავტომობილო გზების აღდგენა პირველ რიგში ცენტრამდე, რომ ხელმისაწვდომობა სრულად იყოს დაფარული. რაც შეეხება მოსახლეობას, რომელიც ჩარჩენილი იყო სოფლებში, მთავრობის მხარდაჭერით მივიღეთ უკვე 5 500 -ზე მეტი კალათა თითოეული ოჯახისთვის გათვალისწინებული. ასევე, დღეს მივიღეთ ბატონი ვანო ჩხარტიშვილის მიერ გამოგზავნილი 500 კალათა“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

გურიაში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. პრობლემურ ადგილებში საკვების და მედიკამენტების მიწოდება სწორედ ვერტმფრენით ხდება. საუბარია გურიის მაღალმთიან სოფლებზე, სადაც სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება ვერ ხერხდება.