ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.
1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ომის ვეტერანები წელს ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკში) შეიკრიბებიან. პარკში მივლენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც და მელიტონ ქანთარიას ბიუსტს ყვავილებით შეამკობენ.