80 პროცენტით ცარიელი დარბაზი ესალმება მას, ვინც საქართველოს პრეზიდენტია 29 დეკემბრამდე და უარს ამბობს მისი შემცვლელისთვის უფლებამოსილების გადაბარებაზე - ტიერი მარიანი

ტიერი მარიანი

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი სოციალური ქსელით ეხმაურება ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას.

როგორც ევროპარლამენტარი წერს, ზურაბიშვილის გამოსვლისას ევროპარლამენტის დარბაზი 80 პროცენტით ცარიელი იყო.

„უცნაურია… 80 პროცენტით ცარიელი დარბაზი ესალმება საქართველოს პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობაზე 29 დეკემბრამდეა და, რომელიც უარს ამბობს მისი შემცვლელისთვის უფლებამოსილების გადაბარებაზე. ამ ვადამდე 12 დღით ადრე მისი მოწვევა სტრასბურგში არის მორიგი ნიშანი, რომ ევროკავშირი უგულებელყოფს ქართველების არჩევანს“, – აცხადებს ტიერი მარიანი.