1773857175
50 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა შორის საქართველოცაა, აშშ-ში ვიზის მისაღებად, გირაოს გადახდა მოუწევთ
საქართველო იმ 50 ქვეყანას შორის შევიდა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზებისთვის გირაოს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახდეპმა, საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა, 18 მარტს დაამატა იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებიც სავიზო გირაოს გადახდიან.
საუბარია B1 (ბიზნესი) და B2 (ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობა) ტიპის ვიზებზე. სავიზო გირაოს რაოდენობა შესაძლოა იყოს $5 000, $10 000 ან $15 000, რაც დადგენილი იქნება საკონსულო გასაუბრების დროს, თუმცა, ეს ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანია, მნიშვნელოვნად შეამციროს ვიზის მიმღებთა რაოდენობა, ვინც აშშ-ში არალეგალურად რჩება.
შესაბამისი გადაწყვეტილება 2 აპრილიდან ამოქმედდება.











