50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს 4 მლნ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა და სიწყნარე ამ ქვეყანაში, წინსვლა და განვითარება, შეუძლებელია, რომ ასე გაგრძელდეს, შესაბამისად, კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში მიიღებენ პასუხს, უცხოური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობას სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს 4 მლნ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა და სიწყნარე ამ ქვეყანაში, წინსვლა და განვითარება, ხომ შეუძლებელია, რომ ასე გაგრძელდეს და ეს დავუშვათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები, კანონის ფარგლებში მიიღებენ პასუხს ამ ძალადობაზე.

„ჩვენი მეთოდური მიდგომებით ყველა დაელოდოს, როგორ გაგრძელდება პროცესები. ნული თანაგრძნობა - ამას იმსახურებენ ეს ადამიანები. უცხოური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობას სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან. კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში ისინი მიიღებენ პასუხს იმ ძალადობაზე, რომელსაც ისინი სჩადიან 4 მლნ ადამიანის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში,“- განაცხადა პრემიერმა.