5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 9 ნოემბერს განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლო

 საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვასთან დაკავშირებით განხილვას, მომავალი ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან განაახლებს.

ახსნა-განმარტებების 2-კვირიანი ეტაპი დასრულებულია, შემდეგი ნაბიჯი თემის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელებაა.

"ქართული ოცნების" განმარტებით, სასამართლო პროცესებმა ნათელი გახადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ დანაშაულებს არათუ აღიარებს, არამედ დღემდე მიიჩნევს, რომ ყველაფერი ასე იყო საჭირო. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისი იქნება.

"ხმამაღლა და ინტენსიურად ისმის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც სწორი იყო ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ. ამას ჯერ ამბობდნენ ძალიან ისე, ვუალირებულად, ახლა უკვე ღიად საუბრობენ და არა მარტო სასამართლოში, უკვე გარედანაც ისმის გარკვეული განცხადებები, მათ შორის სააკაშვილის მხრიდან, გია ბარამიძის მხრიდან, რომ სწორედ საჭირო იყო ისე ემოქმედათ, როგორც მოქმედებდნენ.

ამავე დროს, განცხადებებს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საბოტაჟი, თუნდაც რევოლუციები, არის ის მოთხოვნილება, რაც თურმე ქართულ საზოგადოებას გააჩნია და "კოლექტიური ნაცმოძრაობის" წევრობაზეც ასე ცალსახა უარსაც ვეღარ ამბობენ," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

✕