კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია! - ნუტრიციოლოგი მამუკა რაშოიანი
1763844165
"ეს გეგმა არის კიდევ ერთი ირიბი თუ პირდაპირი დასტური იმისა, თუ რა სწორად, ზუსტად და ადეკვატურად იქცეოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლება მაშინ, როცა დგამდა იმ ნაბიჯებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რასაც დგამდა," - ეს განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა აშშ-ის მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის დასრულებას ეხება.
"ჩვენ ქართველები ვართ და, ბუნებრივია, ყველაფერს იმ პრიზმაში ვხედავთ, სადაც ჩვენს ქვეყანას აქვს როლი, მნიშვნელობა და აზრი. ეს გეგმა არის კიდევ ერთი ირიბი თუ პირდაპირი დასტური იმისა, თუ რა სწორად, ზუსტად და ადეკვატურად იქცეოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლება მაშინ, როცა დგამდა იმ ნაბიჯებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რასაც დგამდა. დაწყებული იმით, რომ სანქციებს არ შეუერთდა, არ გააგზავნა სახელმწიფო ბორტით მეომრები უკრაინაში, - ყველა ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა, - უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების, გვერდში დგომის, ასობით რეზოლუციის მხარდაჭერის ფონზე, მაგრამ სწორი პოლიტიკა, რომელიც არა ომში ჩართვის, არამედ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ჰაერიც კი იყო გაჯერებული იმ პერიოდში, როგორ ითხოვდნენ ჩვენგან ამ რთულ და ჩვენი ერისთვის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაბმას. "ქართულმა ოცნებამ" ეს შეძლო და კბილებით დაიჭირა მშვიდობა.
მე ამას ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის ბედ-იღბალი და ის, რომ სამწუხაროდ, ამდენი უბედურების მერე, ამდენი მსხვერპლის შემდგომ აღმოჩნდა იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რომ შესაძლებელია, ის იძულებული გახდეს, მნიშვნელოვან ტერიტორიულ დათმობაზე წავიდეს, იმიტომ, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს... რა იქნება, ვნახოთ - გამოჩნდება მოლაპარაკების ბოლოს და ყველანი დავინახავთ. ჩვენ მივესალმებით მშვიდობას. მშვიდობა თუ არ დამყარდა, ამ ადამიანებმა თუ არ დაისვენეს და ამოისუნთქეს... ყოველ დღე კოლოსალურ მსხვერპლზეა საუბარი ორივე მხრიდან. ბუნებრივია, ვინაა ოკუპანტი და ვინ იყო ომის დამწყები, კითხვის ნიშნები არ დგას, მაგრამ როგორ მიიყვანეს სიტუაცია იმ მოცემულობამდე და რა არაფორმალურმა გავლენებმა იმუშავეს უკრაინის მოცემულობაში და სურდათ საქართველოც ამის შემადგენელ,ი ყოფილიყო, ამაზე ვთქვით უარი და ამიტომაც ამას დღემდე არ გვპატიობენ," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.