ზოდიაქოს ორი ნიშანი უახლოეს დღეებში ყველაზე სანუკვარ ოცნებებს აიხდენს
1730490658
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრის, თამაზ დათუნაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერი შეიძლება შეფასდეს ქართველი ამომრჩევლების ნების მიტაცების დღედ.
მისივე თქმით, იმდენად მასშტაბური და ტოტალური იყო არჩევნების დღეს დარღვევები, რომ მხოლოდ ორი ადამიანის დაკავება გლობალურ სურათს ვერ შეცლის.
“მარნეულის შემთხვევა იყო ყველაზე მწვავე ფაქტი და ამაზე საჩვენებელი და სატელევიზიო დაჭერა არ შეცვლის გლობალურ სურათს. ასეთი დამოკიდებულება, ქმედებები, დარღვევები, გაყალბება იყო ტოტალური მოვლენა და 26 ოქტომბერი საქართველოს მოქალაქეების ნების მიტაცებად შეგვიძლია განვსაზღვროთ. ამიტომ, სატელევიზიო დაჭერები არ შველის საერთო სურათს“, - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, პოლიციამ მარნეულის საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მათ სადახლოს 69-ე საარჩევნო უბანზე კანონის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.