1736496209
25-ში პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება, დაიწყებს ფუნქციონირებას, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დღეს საქართველო იყოს წელგამართული, ეკონომიკურად და სახელმწიფოებრივად - მაია ბითაძე
25 რიცხვში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება და დაიწყებს ფუნქციონირებას, ამ პარლამენტს ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დღე რომ დადგება, საქართველო იყოს წელგამართული, როგორც ეკონომიკურად, ასევე სახელმწიფოებრივად, სუვერენიტეტის კუთხით, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას.
მისი თქმით, ყველაზე მთავარია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა.
„25 რიცხვში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება და დაიწყებს ფუნქციონირებას. არ აქვს მნიშვნელობა რადიკალები რას მოიმოქმედებენ. ჩვენთვის ეს არახალია, ეს ყველაფერი ამ წელსაც ნანახი გვაქვს, 2020 წლის არჩევნების შემდგომაც ნანახი გვაქვს, მანამდეც ნანახი გვაქვს, ასე რომ არაფერს განსაკუთრებულს არ ველი. ყველაზე მთავარია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი ახლა ძალიან კარგად ხვდებიან, რომ გამოხატვის და პროტესტის ის ფორმა არის მთავარი მოტივატორი იმის, რომ ამ ქვეყანაში ჩამოიშალოს ყველაფერი და დაუბრუნდეს ოთხმოცდაათიან წლებს. ასე რომ მე არ მგონია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერ ყველა ადამიანს მოსწონდეს ის, რაც დღეს ხდება. ამას ცხადყოფს ხალხის რაოდენობა, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ. ამ პარლამენტს ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს შესასრულებელი, როგორც სამართლებრივი, ასევე ეკონომიკური იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ საბოლოო ჯამში ამოისუნთქოს და ეს უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა კიდევ გაგრძელდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დღე რომ დადგება საქართველო იყოს წელგამართული, როგორც ეკონომიკურად, ასევე სახელმწიფოებრივად, სუვერენიტეტის კუთხით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა ჩამოშალონ, ძალიან დიდი შავი ლაქით დარჩებიან ისტორიაში“,- განაცხადა ბითაძემ.