25% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 6% კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს - NDI

NDI

"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის", NDI-ის კითხვაზე, თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - მოსახლეობის 39% ამბობს, რომ არც ერთი პარტია. 25% - "ქართულ ოცნებას" ასახლებეს. 10% პასუხზე უარს აცხადებს, 7% ამბობს, რომ არ იცის. 6% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, 13% კი სხვა პარტიებს.

ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო
ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.