ომი გრძელდება უკრაინაში - ღამით ოკუპანტებმა ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებს შეუტიეს

ომი უკრაინაში

ომი გრძელდება უკრაინაში - ღამით ოკუპანტებმა ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებს შეუტიეს. ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში მართვადი ბომბის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

აფეთქებებია ზაპოროჟიეშიც. არიან დაშავებულები. მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო ოპერაცია.