2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სიმართლე საერთაშორისო ინსტანციებში დადასტურდა - არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე

"2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სიმართლე საერთაშორისო ინსტანციებში დადასტურდა, სამართლებრივ ბრძოლებში საქართველომ გაიმარჯვა", - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრების დაუშვებლად ცნობას.

“ეს საქართველოს და ჩვენი ხელისუფლების მეორე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო. დღეს სტრასბურგის სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როცა დაუშვებლად ცნო იმ საჩივრების განხილვა და მათზე რაიმე სახის გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით შევიდა.

ეს სამი გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სიმართლე საერთაშორისო ინსტანციებში დადასტურებულიყო. საქართველომ სამართლებრივ ბრძოლებში გაიმარჯვა!“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად 370 ინდივიდუალური საჩივარი ცნო.