1740251310
2008-ში, ძირითადად, აქტიური ადამიანები იბრძოდნენ, თორემ მეგრელმა ტანკს გააყოლა თვალი - ნიკა მელია

"2008 წელს და 1921 წლის თებერვლის ბოლოს რომ ოკუპაცია მოხდა, ერთი და იგივე რამე იყო. რუსები რომ შემოდიოდნენ, საბჭოთა ჯარი რომ შემოდიოდა, მაშინ მოსახლეობის 30% რომ დარაზმულიყო, ვერ შემოვიდოდა, მაგრამ უთხრეს მიწები გლეხებსო, გესმით?", - აცხადებს ნიკა მელია ვიდეომასალაში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოპოვა.
„გამოვიდა, რომ მარტო თავად-აზნაურები და ინტელექტუალები იბრძოდნენ, მეტი არავინ. 2008-შიც ეგრე იყო, ძირითადად აქტიური ადამიანები იყვნენ, თორემ მეგრელმა ტანკს გააყოლა თვალი. განცდა არ ჰქონდა ბევრს, როგორც 1921 წელს“, - ამბობს მელია ვიდეოჩანაწერში.
ვიდეოჩანაწერი „ქრონიკას“ მოქალაქემ მიაწოდა. ის გუშინ, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული.