„20 წელი ვიყავი სამშობლოს მოწყვეტილი“ - საქართველოში დაბრუნებული ლევან მამალაძე მოქალაქეებს მიმართავს

ლევან მამალაძე

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეა რაც დავბრუნდი ჩვენს სამშობლოში. ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერასა და სიყვარულს, რაც კიდევ უფრო დიდი ენერგიით მავსებს. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი ერთგულებისთვის და ყურადღებისთვის. უამრავი შეტყობინება მომდის თქვენგან მესინჯერში, ფიზიკურად იმდენი, რომ ყველას წაკითხვას რამდენიმე დღე სჭირდება.

ამიტომ ძალიან გთხოვთ ნუ გამინაწყენდებით, თუ პასუხს ვერ გიბრუნებთ, უყურადღებობაში არ ჩამომართვათ. 20 წელი ვიყავი სამშობლოს მოწყვეტილი და ალბათ გამიგებთ ძალიან დატვირთული დღეები მაქვს. მიყვარხართ და კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა თქვენი სიკეთისთვის და სითბოსთვის, თქვენი ყურადღებისთვის. - მუდამ თქვენი ლევანი“,- წერს ყოფილი რწმუნებული.