20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა, ის ჩვენი ერისა და ეკლესიის საუკუნოვანი თანამდევია - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ქართული ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს თანამდევია.

,,20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა. თუმცა ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.