„დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო...“ - გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1747602213
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის სურს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან ანკარაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ მოლაპარაკების გუნდებმა განაახლონ მუშაობა - ბურთი თითქმის ორი თვეა უკრაინელების მხარესაა“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, მოსკოვმა აპრილის შუა რიცხვებში გადასცა კიევს შეთანხმებების პროექტის თავისი ვერსია, თუმცა ამ წინადადებებს ჯერჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია.